Tag Archives: L’ (1988 )

სტუდენტი გოგონა / Etudiante, L’ (1988 )

1 Янв

სიმართლე გითხრათ ამ ფილმის ყურება სოფი მარსოს გამო დავიწყე…
მე ხომ ასე ძალიან მიყვარს მისი თვალები და მისი ღიმილი «ანა კარენინას» ყურების შემდეგ, რამდენ როლშიც არ უნდა ვნახო, ეს ქალი ჩემთვის მუდამ დარჩება განუმეორებელ ანნა კარენინათ… რომლის თვალებში ჩახედვაც ერთ ფილმად მიღირს პირადად მე…
ახლა ამ ფილმის შესახებ, ის სტუდენტი გოგონას წრფელ და დიდ სიყვარულზეა, სიყვარულზე რომელიც თავმოყვარეობაზე დიდია…
და მუსიკოსი ბიჭის, რომელიც არც ისე «უმანკოა» როგორც ჩვენი გოგონა, თუმცა ის როგორც იქნა შეხვდა იმ ერთადერთს და მიუხედავად ყველაფრის ეს სიყვარული ყველაფრად უღირს…
სიუჟეტი სასიამოვნოა იდეა კი: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ, ჩვენი პლიუსებით და მინუსებთ, და თუ მოვახერხებთ ერთმანეთის მიღებას ეს სიყვარულის გამარჯვების ტოლფასია…
ასევე აქვს მუსიკა, რომელიც მე ძალიან მესიამოვნა და ვთვლი რომ ამ ფილმს ძალიან უხდება…
აქვე იხილავთ თრეილერს: