ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1/Harry Potter and the Deathly Hallows: Part I (2010 )

5 Янв

ამ სერიას ნამდვილად ემჩნევა რომ პოტერიადა დასასრულისკენ იღებს კურსს…
შავ პრინცს ჰარის საბოლოო განადგურება სურს…
ჰარის კი აღარავინ დარჩა უერთგულესი მეგობრების გარდა…
იმისთვის რომ გადარჩეს და გადაარჩინოს სხვებიც საჭიროა იპოვოს სიკვდილის საჩუქრები…
ძალიან მომეწონა ზღაპარი სიკვდილის საჩუქრებზე…
ჰარის ისინი სამივე სჭირდება…
მოკლედ ერთი სული მაქვს როდის ვუყურებ გაგრძელებას 🙂

ხერხი 4 / saw 4; ხერხი 5 / saw 5; ხერხი 6 / saw 6; ხერხი 7 / saw 7.

3 Янв

დღეს ამ ფილმის დღე მქონდა, ბოლო ოთხ სერიას ვუყურე და დავიშოკე…
არის ძალიან ძნელი საყურებელი…
ძალიან დიდი ადამიანური ტკივილია…
თუმცა ამ «თამაშის» წამომწყები ცდილობს იყოს სამართლიანი…
ის უშანსოდ არავის კლავს…
ის აძლევს შანსს ყველას, იმისთვის რომ შეინარჩუნონ სიცოცხლე…
თუმცა სიცოცხლის ფასი ძალიან დიდია… ძალიან ძვირად ფასობს…
ადამიანები ამ «თამაშში» იმ ცოდვებისთვის ისჯებიან რაც სხვებს გაუკეთეს…
მათ უნდა დაიხსნან თავი და «თავიდან დაიბადონ»
თუმცა ყველაფერი ირევა მაშინ როცა «თამაშის» ავტორი კვდება და მისი გამგრძელებლები ერთვებიან თამაშში…
ის მკვდარია და თითქოს ყველაფერს მართავს…
მაგრამ ბოლოს მაინც კარგავს იმას რაც ყველაზე მეტად უყვარს…
რასაც ის თავის გულს ეძახის…
თამაშს კი პირველი გადარჩენილი მონაწილე ასრულებს
ამ ფილმის ყურების შემდეგ სიცოცხლის დაფასებას იწყებ….
გრძნობ თუ რა ძვირფასია ერთადერთი სიცოცხლე რომელიც შენ მოგენიჭა…
მთლიან შვიდ სერიას ჩემგან 7,5/10

ხერხი 3 / saw 3

3 Янв

სერიული კვლელი «ხერხი» სიკვდილის პირასაა
მას კიბო აქვს და სადაცაა მოკვდება…
თუმცა სიკვდილამდე მას სურს გამოცდა ჩააბარებინოს თავის მემკვიდრეს…
რომელსაც ბევრი რამ ასწავლა…
და რომელიც არც კი ეჭვობს რომ იმ ადამიანთან ერთად რომელსაც ის მონიტორით აკვირდება თვითონაც მოუწევს გამოცდის ჩაბარება…
გამოცდის, რომელშიც ჩაიჭრება…
საზღაური კი მისი სიცოცხლეა…

ხერხი — 2 / Saw II (2005 )

3 Янв

სერიული მკვლელი ახელად ხერხი ახალ თამაშს წამოიწყებს.
ახლა მისი სამიზნე პოლიციელი და მისი მოზარდი შვილია, მამა კანონის დამცველია, შვილი კი ცუდ გზას ადგას და არც ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს…
ხერხი მის შვილს იმ ადამიანებთან ერთად ათამაშებს, რომელთაც ერთი რამერთიანებთ… ეს ამ ბიჭის პოლიციელი მამაა, რომელმაც თავის დროზე მოთამაშეთაგან 4ადამიანი ჩასვა და რომელთაც ეზიზღებათ იგი…
თვითონ ხერხი კი მამის გრძნობებზე იწყებს თამაშს…
დაძაბული საყურებელია და იმ საშინელებათა კვალობაზე რაცას უმეტესად იღებენ არაუშავს
4,5/10

ხერხი/saw

3 Янв

საშინელებათა ფილმი, რომელიც საშინელ თამაშზეა, ეს თამაში სერიულმა მკვლელმა წამოიწყო…
ადამიანები საშინელ ოთახში მოდიან გონს, სადაც ერთი გვამი სისხლის გუბეში წევს, მათი დავალება თამაშში ჩართვაა, მათ ყველაფერი უნდა გაიღონ სიცოცხლის სანაცვლოდ…
იქვე არის ხერხი…
საიდანაც ამ მანიაკის სახელი მოდის…
უყურეთ არ მოიწყენთ
5/10

დრაკულა / Bram Stoker’s Dracula (1992 )

3 Янв

ფრენსის ფორდ კოპოლას საოცარი დრაკულა…
საშინელებათა ფილმი, რომელიც ამავდროულად დრამაა…
დიდი სიყვარული ისტორია…
გრაფმა დრაკულამ ოდესღაც უსაყვარლესი ქალი დაკარგა… და მასთან ერთად დაკარგა ღმერთი… ადამიანობა…სიცოცხლე… არ დაუკარგავს ერთადერთი… და ის ერთადერთი დიიდი სიყვარულია…
სიყვარული რომელმაც დააბრუნა მისი საყვარელი ქალი…
ქალი რომელმაც მიიღო ის ყველანაირი და დაუბრუნა სიცოცხლე, დაუბრუნა ღმერთი…
საოცარი ფილმია, მართალია არის ბევრი უზუსტობა, მაგრამ ძალიან ლამაზი ფილმია მარადიულ სიყვარულზე… 8,5/10

დარჩი ისეთათ, როგორიც ხარ/La Fille 1978

1 Янв

უმშვენიერესი ნასტასია კინსკი….
ფილმს თავიდანვე ალამაზებს და აორმაგებს ენიო მორიკონეს საოცარი მუსიკა, რომელმაც მე სევდით ამავსო…
ძალიან ლამაზი სიუჟეტია და ცოტა უცნაურიც…
ფილმი გოგონას და შუახნის მამაკაცის რომანზეა აგებული, ამავდროულად შეიძლება ეს გოგონა ამ მამაკაცის შვილიც იყოს…
მთელი ტკივილი ამაშია…მათ უყვართ ერთმანეთი… მათ უნდათ ერთმანეთი…
ოდესღაც მას გოგონას დედაც ძალიან უყვარდა, რომელიც ლამაზად წავიდა მისი ცხოვრებიდან…
იდეა იმაშია რომ არ მოვკლათ ჩვენი სიყვარული
და რომ ის ყველაზე საუკეთესო ადგილას უნდა გავყინოთ და გულით ვატაროთ


ფრანგული კოცნა / French Kiss (1995 )

1 Янв

ამ ფილმის ყურება დროის გასაყვანად დავიწყე და თავიდან ცოტა ალმაცერი თვალით ვუყურებდი, თუმცა მერე თანდათან დამაინტერესა და ბოლოს კმაყოფილიც კი დავრჩი…
ფილმი არის ქალზე, რომელსიც ძალიან ბევრი რამის შიშით არის შეპყრობილი, აპირებს გათხოვებას ადამიანზე რომელიც თუმე არ უყვარს…
ის მიატოვებს და სწორედ აქ დაიწყება ჩვენი პერსონაჟის ცვლილება, სწორედ აქ გადალახავს იგი ერთ-ერთ უდიდეს შიშს თვითმფრინავით მგზავრობას და დაკარული საქმროს დასაბრუნებლად გაემგზავრება იმ ქალაში რომელიც ასე უყვარს.
თუმცა ის შეხვდება ადამიანს, რომელიც მას გაასხივოსნებს…
სწორედ აქ იპოვნის იგი ნამდვილ სიყვარულს…
სიუჟეტი ლამაზია და სასიამოვნო
ხოლო იდეა: როცა გიყვარს მისთვის ყველაფრის გაღება შეგიძლია თანაც სრულიად ჩუმად ყოველგვარი ზედმეტი ფრაზების გარეშე…

სტუდენტი გოგონა / Etudiante, L’ (1988 )

1 Янв

სიმართლე გითხრათ ამ ფილმის ყურება სოფი მარსოს გამო დავიწყე…
მე ხომ ასე ძალიან მიყვარს მისი თვალები და მისი ღიმილი «ანა კარენინას» ყურების შემდეგ, რამდენ როლშიც არ უნდა ვნახო, ეს ქალი ჩემთვის მუდამ დარჩება განუმეორებელ ანნა კარენინათ… რომლის თვალებში ჩახედვაც ერთ ფილმად მიღირს პირადად მე…
ახლა ამ ფილმის შესახებ, ის სტუდენტი გოგონას წრფელ და დიდ სიყვარულზეა, სიყვარულზე რომელიც თავმოყვარეობაზე დიდია…
და მუსიკოსი ბიჭის, რომელიც არც ისე «უმანკოა» როგორც ჩვენი გოგონა, თუმცა ის როგორც იქნა შეხვდა იმ ერთადერთს და მიუხედავად ყველაფრის ეს სიყვარული ყველაფრად უღირს…
სიუჟეტი სასიამოვნოა იდეა კი: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ, ჩვენი პლიუსებით და მინუსებთ, და თუ მოვახერხებთ ერთმანეთის მიღებას ეს სიყვარულის გამარჯვების ტოლფასია…
ასევე აქვს მუსიკა, რომელიც მე ძალიან მესიამოვნა და ვთვლი რომ ამ ფილმს ძალიან უხდება…
აქვე იხილავთ თრეილერს:

50 პირველი კოცნა / 50 First Dates

27 Дек

ეს ფილმი ეძღვნება საყვარელ მამას, კუმირს, რომელიც ძალიან აკლია ოჯახს, რომლის ხსოვნაც მათთან ერთად იცოცხლებს მუდამ, რომლითაც შვილები მუდამ იამაყებენ და ეცდებიან იყონ ისეთი როგორიც ის…
თუ ეს სიტყვები ერთი ჩვეულებივი ეპიტაფია არ გახლავთ და ადამიანმა ასეთი რამ გააკეთა ნამდვილად იმსაურებს ამ ყველაფერს…
ეს არის სევდიანი მელოდრამა…
მსუბუქი და თან მტკივნეული სიყვარულის ისტორია გოგონაზე  რომელმაც ავარიის შემდეგ მეხშიერება დაკარგა და ყოველ დღეს თავიდან იწყებს, მას მთელი დღე ახსოვს, მაგრამ როგორც კი იძინებს ყველაფერი უკვალოდ ქრება…
მამაკაცი, კი რომელსაც იგი უყვარს მზადაა ყოველ დღე თავიდან გაეცნოს საყვარელ ადამიანს და იყოს მხოლოდ ამითი ბედნიერი, იმიტომ რომ თავისი ლუსი ყველაფერს ურჩევნია, იმიტომ რომ ეს საყვარელი გოგონა მისთვის ყველაფერია…
ის მზადაა ყოველი დღე ვიდეოფირით დაიწყოს და ყოველ დღე თავიდან მოუყვეს თავისი დიდი სიყვარულის ისტორია, მზადაა ყოველ დღე თავიდან გააცნოს მას შვილები…
მოკლედ სევდიანი მელოდრამა…